14 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სოფო ქარჩხაძე, გარემოს დამცველი ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების წარომადგენელი. ორგანიზაციამ შეისწავლა და შეაფასა ლილოს ნაგავსყრელის ექსპლუატაციით გამოწვეული პრობლემები. სოფო ქარჩხაძემ ილაპარაკა იმაზე, თუ რას მოითხოვს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და როგორ უნდა გამოსწორდეს ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.