Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა


ხელშესახები შედეგის გარეშე დამთავრდა ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავდა თეირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გადაჭრის გზის გამოძებნას. მოლაპარაკებაზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ მხარეებს შორის პოზიციების სხვაობა ძალიან დიდი იყო საიმისოდ, რომ საბოლოო დოკუმენტზე გამხდარიყო შესაძლებელი მუშაობის დაწყება. თუმცა არაყჩი აცხადებს, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება და იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო შეთანხმება დათქმულ ვადაში - 20 ივლისამდე - იქნება მიღწეული. აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, „დამატებითი რეალიზმია“ საჭიროო და დასძინა, რომ პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, მოლაპარაკება მომავალ თვეში განახლდება. მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას - აშშ-ს, ჩინეთს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას - სურთ ირანმა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. დროებითი შეთანხმებით, რომელსაც ვადა 20 ივლისს ეწურება, ირანმა ბირთვულ სფეროში გარკვეული მოქმედება ექვსი თვით შეაჩერა და ამის სანაცვლოდ მას ოდნავ შეუმსუბუქდა სანქციები.
XS
SM
MD
LG