Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა რუსეთის ჯარს ბაზებზე დაბრუნება უბრძანა უკრაინის საზღვრებთან მანევრების შემდეგ


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ამ ქვეყნის სამხედრო შენაერთები თავიანთ ბაზებს დაუბრუნდებიან. მათ დაასრულეს მანევრები უკრაინის საზღვრებთან მათ დაასრულებს მანევრები უკრაინის საზღვრებთან, როსტოვის, ბელგოროდის და ბრიანსკის რეგიონებში. როიტერს, ამასთან, მოჰყავს ნატოს სამხედრო წარმომადგენლის ცნობა, რომ რუსეთის დაახლოებით 40 ათასამდე სამხედრო კვლავ რეგიონში რჩება. კრემლის წარმომადგენელმა კიევი გააფრთხილა, დაასრულოს ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და გაიყვანოს ჯარი იქიდან. 19 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან მოსკოვის ურთიერთობები სერიოზულ გადასინჯვას საჭიროებს.
XS
SM
MD
LG