სერბიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ძლიერი წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანმა მიატოვა საკუთარი სახლები. ზოგიერთ რეგიონში დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ ზოგან ჯერაც ელიან უარეს წყალდიდობებს, ვინაიდან წყლის დონე კვლავაც მატულობს სერბიის დედაქალაქ ბელგრადში და დასავლეთისკენ მდებარე რაიონებში. ბოსნიაში ორ ათეულზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი - სერბიაში, ხოლო ხორვატიაში წყალდიდობამ სულ ცოტა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმხვერპლა.
წყალდიდობა ბალკანეთში

11
სერბიის ჯარისკაცები მამაკაცს მისი დატბორილი სახლიდან გამოსვლაში ეხმარებიან სერბიის ქალაქ ობრენოვაცში.

12
მეწყერი და მოვარდნილი წყალი ბოსნია-ჰერცეგოვინის სოფელ ტოპჩიჩ-პოლიეში.

13
ტალახში ჩაფლული მანქანა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ტოპჩიჩ-პოლიეში.

14
ქუჩა ტოპჩიჩ-პოლიეში.

15
ქალი ავეჯის გადარჩებას ცდილობს დატბორილ ოფისში. ბანია-ლუკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

16
სერბიის ქალაქ ობრენოვაციდან ევაკუირებულნი ბელგრადის სპორტულ დარბაზში.

17
ობრენოვაცელი მოხუცი ქალი ბელგრადში, წყალდიდობის მსხვერპლთა თავშესაფარში.

18
ქვიშის ტომრების რიგი მდინარე სავაზე სერბის ქალაქ სრემსკა-მიტროვიცაში.