Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ორმა სკოლამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ანონიმური შეტყობინებები მიიღეს


თბილისის მე-2 და 55-ე საჯარო სკოლებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებები მიიღეს. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, სამივე შეტყობინების ავტორებმა უშუალოდ ამ დაწესებულებებში დარეკეს და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის სამსახურში. სკოლების და უნივერსიტეტის შენობები გამნაღმველებმა შეამოწმეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით.
XS
SM
MD
LG