Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვდება. დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ევროკომისართა კოლეგიას შეხვდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროკომისიასთან პირდაპირი დიალოგი უნიკალური შესაძლებლობაა, რადგან მსგავსი ფორმატი მხოლოდ ვროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული. ფანჯიკიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ წელს საქართველო ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მთავრობას მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა.
XS
SM
MD
LG