Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანაზე


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო ძალები გაყვანილია უკრაინის საზღვრიდან და სამხედროები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ. თავდაცვის უწყების მონაცემებით, 21 მაისს როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებიდან გაიგზავნა ოთხი სრკინიგზო ეშელონი და 15 თვითმფრინავი „ილ-76“, იმ სამხედროებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ გეგმიურ სამხედრო წვრთნაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მარშრუტი, რომლითაც ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სარკინიგზო სადგურებამდე და აეროდრომებამდე უნდა მივიდნენ, ისეა დაგეგმილი, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები. „მარშრუტების ძირითად ნაწილს ჯარი გაივლის სარკინიგზო ეშელონებისა და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით. 1 ივნსს ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებში შეუდგებიან საზაფხულო სწავლებას“, - იუწყება რუსეთის თავდაცვის საქმეთა სამინისტრო.
XS
SM
MD
LG