Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება შეტაკებები


აღმოსავლეთ უკრაინიდან კვლავ ვრცელდება ცნობები შეტაკებების შესახებ სამთავრობო ძალებს და პრო-რუსულად განწყობილ მებრძოლებს შორის, ქვეყანაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტი ლიდერები აცხადებენ, რომ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში არ დაუშვებენ კენჭისყრის გამართვას, რაც მშვიდობის დამყარების პერსპექტივას შორეულს ხდის. კიევი საგანგებო ოპერაციით ცდილობს სეპარატისტული ამბოხების აღკვეთას. სააგენტო ასოშიეიტედ პრესის ორმა რეპორტიორმა დონეცკის რეგიონის სოფელ კარლივკასთან ახლოს ორი უკრაინელი სამხედროს გვამი ნახა, ახლოს მდებარე გამშვებ პუნქტზე, რომელსაც სეპარატისტები იყენებენ, კიდევ ერთი გვამი. მსხვერპლის შესახებ მონაცემის გადამოწმება ჯერჯერობით არ ხერხდება. 23 მაისს კიევში ჩავიდა ეუთოს დელეგაცია, რომელიც 25 მაისის არჩევნებს დააკვირდება.
XS
SM
MD
LG