რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა დაიწყო ორდღიანი ვიზიტი ყირიმში, იმ ფონზე, როცა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მედვედევი ქალაქ სევასტოპოლში ესტუმრება საემიგრაციო ოფისებს, სადაც ადგილობრივ ხალხზე რუსეთის პასპორტებს გასცემენ. მედვედევის ოფისის თანახმად, 26 მაისს ის ეწვევა შავ ზღვაზე მდებარე საბავშვო ბანაკ „არტეკს“. ეს მედვედევის მეორე ვიზიტია ყირიმში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარტში ამ უკრაინული ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა. მიმდინარე თვეში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი რეგიონში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრო.
ყველაზე პოპულარული
1