Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმია ცდილობს დონეცკის აეროპორტზე კონტროლის აღდგენას


გავრცელებული ცნობების თანახმად, უკრაინის არმიამ დაიწყო შეტევა დონეცკის აეროპორტზე, რომელიც შეიარაღებულ სეპარატისტებს აქვთ დაკავებული. კიევის მიერ წარმოებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის პრეს-მდივნის, ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, სამხედროებმა საჰაერო იერიში მიიტანეს შეიარაღებულ პირებზე, რომლებსაც აეროპორტი აქვთ დაკავებული, მას შემდეგ, რაც მათთვის წაყენებულ ულტიმატუმს ვადა ამოეწურა. დასავლეთის მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან ისმის აფეთქების და სროლის ხმა, ამოდის კვამლი. დონეცკის მთავარი აეროპორტი 26 მაისს დილით ადრე დაიხურა, მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა პერიმეტრის დატოვება მოსთხოვეს აეროპორტის მცველ სამხედროებს. ასეთ ფონზე სეპარატისტული, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ რეგიონში კომენდანტის საათი დააწესა.
XS
SM
MD
LG