Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრების ლიდერს მიენიჭა პოლონეთში დაარსებული ახალი პრემია


ყირიმელი თათრების ლიდერი, მუსტაფა ჯემილევი გახდა ლეხ ვალენსას სახელობის "სოლიდარობის" პრემიის პირველი ლაურეატი. პრემია, რომლითაც აღნიშნავენ დამსახურებებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, დაარსდა პოლონეთში პირველი პოსტკომუნისტური, ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, ჯემილევი ფულადი ჯილდოს სახით მიიღებს 25 ათას ევროს და ამას გარდა შეძლებს, 700 ათასი ევრო გადასცეს პოლონეთში მოქმედ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. ჯემილევი პრემიას მიიჩნევს "დროულ მხარდაჭერად" უკრაინისა და ყირიმელი თათრებისათვის.
XS
SM
MD
LG