4 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი. გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში ორი დღის წინ გამოაქვეყნა 2013 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 0-16 წლის ბავშვების 27% ცხოვრობს სიღარიბეში, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და მოიხმარს დღეში 2 ლარზე ნაკლებს. ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ დიდი გამოკვლევისა, რომლის სრული შედეგებიც უახლოეს მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1