ავტორი: ირინა გურული
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უთანასწორობის ახალი - 2013 წლის - მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ციფრები ამბობს, რომ საქართველოში კვლავ მაღალია სხვაობა მოსახლეობის შემოსავლებს შორის. კერძოდ:
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რიცხვმა 437,238 შეადგინა და მოსახლეობის 9,7 პროცენტს გაუტოლდა. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით, არაფერი შეცვლილა. 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, მცირედად არის გაუმჯობესებული ე.წ. ჯინის კოეფიციენტი, რომელიც მოსახლეობის ეკონომიკური უთანასწორობის საზომი ერთ-ერთი კრიტერიუმია.
ეკონომიკური, ანუ შემოსავლის, უთანასწორობა არ არის ახალი ან მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ფენომენი. უთანასწორობა თავისუფალი ბაზრის სისტემის თვისებაა და ადამიანის მიერ მიღებული ანაზღაურება მისი შესაძლებლობების, მის მიერ გაწეული რისკისა და შრომის ადეკვატურია. მარტივად თუ ვიტყვით, რაც უფრო მეტს მუშაობს ადამიანი, მით მეტი ანაზღაურება აქვს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ყველა ადამიანი თანასწორი ვერ იქნება ეკონომიკურად. სრული თანასწორობა, ცხადია, კლავს მოტივაციას. ამის ეკონომიკური შედეგები პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
თუმცა, მეორე მხრივ, ამ სისტემის ხარვეზად მიიჩნევენ იმას, რომ ზოგ ადამიანს, ვინც წარმატებას აღწევს, დიდი თანხა აქვს, ხოლო სხვებს, რომლებიც წარუმატებლები არიან, პირველადი მოხმარების პროდუქტის ყიდვაც არ შეუძლიათ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური უთანასწორობის გასაზომად რამდენიმე ინდიკატორს იყენებს: პირველია მედიანური მოხმარების, ანუ ქვეყანაში ერთი ადამიანის საშუალო ყოველთვიური მოხმარების, 60 და 40 პროცენტზე ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი; ასევე კრიტერიუმებია სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა და ჯინის კოეფიციენტი, რომლის მიხედვითაც უთანასწორობა 0-დან 1-მდე იზომება და ხშირად, პროცენტის სახით, 0-დან 100 პროცენტამდე გამოიხატება. ყველაზე უთანასწოროა საზოგადოება, სადაც კოეფიციენტი ერთის ტოლია და ყველაზე თანასწორი კი - სადაც 0-ის ტოლი. რეალურად, ინდიკატორი ყოველთვის 0-სა და 1-ს შორისაა, ვინაიდან სრული თანასწორობა/უთანასწორობა ჰიპოთეტური მოცემულობებია.
სად დგას საქართველო? ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რომელთა თავდაპირველი უთანასწორობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო, ცხადია, შემოსავლის თანასწორობის დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება. დამახასიათებელია მცირერიცხოვანი საშუალო კლასი, მაღალი უმუშევრობა. ამჟამად საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40 პროცენტს უდრის. სურათის უკეთ დასანახად, ეს მონაცემი სხვა ქვეყნებისას შევადაროთ: სკანდინავიის ქვეყნებში ეს ინდიკატორი 25-ია, აფრიკის კონტინენტს შედარებით მაღალი ინდიკატორი აქვს (დაახლოებით, 70). თვით რეგიონშიც კი, რომელშიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინდიკატორები შედარებით მაღალია, საქართველოს კოეფიციენტი მაინც ზოგიერთი მისი მეზობლისას აჭარბებს: მაგალითად, სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 30.2-ს შეადგენს. ამავე დროს, საქართველოს ჯინის კოეფიცინეტი რუსეთის (43.7) და თურქეთის (41.2) კოეფიციენტებზე ნაკლებია.
ეკონომიკური უთანასწორობის შესამცირებლად მთავრობები სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ. მაგალითად: პროგრესული დაბეგვრა - ღარიბებთან შედარებით, მდიდრების პროპორციულად მეტად დაბეგვრა; დაუბეგრავი მინიმუმი; მინიმალური ხელფასის დაწესება ყველაზე ღარიბი მშრომელების შემოსავლის გასაზრდელად და სხვა. თუმცა, ცხადია, ამ ზომებსაც აქვს თავისი უკუშედეგები - მათ შორის, ისინი შესაძლოა ზოგადად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემაფერხებელიც კი გახდეს. სწორედ ამიტომ, რა კომბინაციაც უნდა აირჩიოს მთავრობამ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მიზეზთან ბრძოლა ყოველთვის უფრო ეფექტიანია, ვიდრე სხვადასხვა სუბსიდიების გზით შედეგების შემსუბუქება.