1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარებმა შეუტიეს ნორმანდიის სანაპიროებს საფრანგეთის ჩრდილოეთში. ამ ოპერაციას დასავლეთში D-Day-ს სახელით იცნობენ. ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურ საზღვაო იერიშში, რომელმაც გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში, 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით როიტერის სააგენტოს ფოტოგრაფმა, კრის ჰელგრენმა 1944 წლის ოპერაციის დროს გადაღებული საარქივო ფოტოები შეაგროვა, მერე კი ძველ სურათებზე აღბეჭდილ ადგილებს თავადაც ეწვია - იმის გადასაღებად, თუ როგორ გამოიყურება ისინი დღეს.
ნორმანდიის სანაპირო მოკავშირეთა გადასხმისას და დღეს

1
მარჯვენა ფოტო გადაღებულია 1944 წლის 6 ივნისს. მასზე აღბეჭდილია აშშ-ის მაშველი ჯარის ნაპირზე გადასხმა საფრანგეთის ქალაქ ვიერვილ-სიურ-მერთან (ამ სექტორს მინიჭებული ჰქონდა კოდური სახელწოდება „ომაჰას სანაპირო“). მარცხენა ფოტოზე აღბეჭდილია იგივე სანაპირო 2013 წლის აგვისტოში.

2
მარჯვნივ: ჩამოგდებული თვითმფრინავი „ჯუნოს სანაპიროზე“, ქალაქ სანტ-ობან-სიურ-მერში. მარცხნივ: იგივე სანაპირო დღეს.

3
მარჯვნივ: აშშ-ის სამხედროები წყლიდან ნაპირზე გადიან („ომაჰას სანაპირო“, 1944 წლის 6 ივნისი); მარჯვნივ: იგივე სანაპირო 2013 წელს.

4
მარჯვნივ: აშშ-ის მაშველი ჯარი ადის გორაკზე, იქვეა გერმანელთა ბუნკერი, რომელიც „ომაჰას სანაპიროს“ იმ ადგილს გადაჰყურებს, სადაც მოკავშირეთა ჯარების გადასხმა განხორციელდა. მარცხნივ: ახალგაზრდები გორაკზე, იმავე ბუნკერთან.

5
მარჯვნივ: 1944 წლის 7 ივნისი. აშშ-ის სამხედროები თავს იყრიან სასიგნალო პოსტთან, რომელსაც ინჟინრები იყენებდნენ ხელში ჩაგდებული გერმანული ბუნკერის ადგილას. ბუნკერი „ომაჰას სანაპიროს“ გადაჰყურებს.

6
ამ სურათზე აღბეჭდილი ეკლესია, ისევე, როგორც ნორმანდიის სოფელ ონეი-სიურ-ოდონის დიდი ნაწილი, აღდგენილ იქნა მარშალის გეგმის ფარგლებში. მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმების შედეგად სოფელი მიწასთან იყო გასწორებული.

7
ამერიკელი სამხედროები საბრძოლო გეგმაზე მუშაობენ ერთ-ერთი ფერმის ეზოში, მოკავშირეთა ჯარების გადასხმის ადგილთან, ლე-დიუნ-დე-ვარვილში, „იუტას სანაპიროზე“. მათ გარშემო საარტილერიო ცეცხლით დახოცილი ძროხების ლეშებია.

8
1944 წლის 21 აგვისტო. ნონან-ლე-პენის ბანაკის მახლობლად, ამერიკელი სამხედროები ყარაულობენ მოკავშირეთა ჯარების გადასხმის შემდეგ შეპყრობილ გერმანელ ტყვეებს.

9
1944 წლის 6 ივნისი. მოკავშირეთა ჯარები გადადიან ნორმანდიის ქალაქ ლა მადლენთან აღმართულ ნაპირსამაგრ კედელზე („იუტას სანაპირო“).

10
1944 წლის 5 ივნისი. ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი დუაიტ აიზენჰაუერი ინგლისში, გრინემის საერთო აეროდრომზე მიმართავს აშშ-ის არმიის საჰაერო მედესანტეებს მოკავშირეთა ჯარის გადასხმამდე ერთი დღით ადრე.