Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში შედგა მოკლე საუბარი პუტინ-ობამას და პუტინ-პოროშენკოს შორის


საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ოფისის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა გამართეს საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიის კულუარებში. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ იქვე ერთმანეთს მოკლედ გაესაუბრნენ პუტინი და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. როგორც იუწყებიან, სპონტანური საუბარი შედგა პუტინს, პოროშენკოს და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შორის მას შემდეგ, რაც სადილის წინ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. პუტინსა და პოროშენკოს შორის უფრო ხანგრძლივი, ოფიციალური შეხვედრის გეგმა არ გამოცხადებულა.
XS
SM
MD
LG