Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გრძელდება მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


10 ივნისს ჟენევაში გაგრძელდება აშშ-ისა და ირანის ხელისუფლებების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ 9 ივნისის შეხვედრამ „დადებით და კონსტუქტიულ“ ატმოსფეროში ჩაიარა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა განაცხადა, რომ 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა შეხვედრა, რომელზეც საკითხების ფართო სპექტრი განიხილებოდა. ორი მხარე ცდილობს დააახლოვოს პოზიციები იმისათვის, რომ ირანსა და მსოფლიო ექვსეულს შორის შესაძლებელი გახდეს გრძელვადიანი, მრავალმხრივი შეთანხმების მიღწევა. მომავალმა დოკუმენტმა უნდა ჩაანაცვლოს გასული წლის ნოემბერში მიღწეული დროებითი შეთანხმება. საბოლოო დოკუმენტის მომზადების ვადა 20 ივლისს იწურება.
XS
SM
MD
LG