Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობამ პარლამენტს მოსულში საგანგებო მდგომარეობის შემოღება სთხოვა


ერაყის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მოსულში საგანგებო მდგომარეობის შემოღება სთხოვა. ერაყის ხელისუფლების ცნობით, ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ექსტრემისტებმა ქვეყნის ჩრდილოეთში მებარე ერთ-ერთი უდიდეს ქალაქ მოსულზე დაამყარეს კონტროლი. ნინევიის პროვინციის მმართველის ატილ ალ ნუჯაიფის თანახმად, თავდამსხმელებმა, რომლები ერაყი და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს სახელით მოქმედი დაჯგუფების წევრები არიან, პროვინციის დედაქალაქის სამთავრობო შენონები დაიკავეს და აიძულეს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალები დაეტოვებინათ შენობები. ვრცელდება ცნობები, რომ ექსტრემისტებმა მძევლად აიყვანეს სატვირთო მანქანების მძღოლი 28 თურქეთის მოქალაქე. ქალაქი მოსული ბაღდადიდან 360 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
XS
SM
MD
LG