Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ექსტრემისტებმა დაიპყრეს კიდევ ერთი ქალაქი - თიქრითი


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ერაყში ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა დაიპყრეს კიდევ ერთი ქალაქი - ცენტრალურ ერაყში მდებარე თიქრითი. ეს ცნობა გავრცელდა სულ ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ექსტრემისტებმა დაიპყრეს ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, ჩრდილოეთში მდებარე მოსული. 11 ივნისს, უფრო ადრე, მოსულიდან იუწყებოდნენ, რომ ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს თურქეთის საკონსულოზე და დიპლომატიური მისიის წევრები დაატყვევეს. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" ერაყის პოლიციის წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ "ერაყსა და ლევანტში ისლამურ სახელმწიფოდ" ცნობილი ჯგუფის წევრებმა დააკავეს თურქეთის კონსული და მისი 24 თანამშრომელი. ექსტრემისტებმა 10 ივნისს გამოაცხადეს, რომ აკონტროლებენ მოსულს, ისევე როგორც ნინევიის პროვინციის დიდ ნაწილს. მიგრაციის სარეათშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი გარბის მოსულიდან მას შემდეგ, რაც ქალაქი ექსტრემისტების ხელში გადავიდა.
XS
SM
MD
LG