Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია კოსოვოში გაგრძელდა 2016 წლის ივნისამდე


ევროკავშირი 2016 წლის ივნისამდე აგრძელებს კანონის უზენაესობის მხარდამჭერ იურიდიულ მისიას კოსოვოში. მისია გაიხსნა 2008 წელს - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისიის შემადგენლობაში 2 ათასი პირია. ევროკავშირის 12 ივნისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისია „თანდათანობით შეიმცირებს აღმასრულებელ ფუნქციებს მართლმსაჯულების სფეროში“ და რომ მისიის პროკურორები არ გეგმავენ ახალი საქმეების განსახილველად მიღებას. ევროკავშირი აცხადებს, რომ მისია კონცენტრირებული იქნება კოსოვოში იურიდიული ინსტიტუტების შექმნასა და ევროკავშირის შუამავლობით სერბეთთან მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე.
XS
SM
MD
LG