ლონდონის Kings College-ში მეცნიერებმა შეიმუშავეს კბილის კარიესის მკურნალობის ახალი, უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც კბილის ბურღვისა და ინექციების გარეშე მკურნალობის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ცნობას ბრიტანეთის მედია ავრცელებს.
კბილის განახლების ეს ახალი ტექნოლოგია უარს ამბობს დაბჟენის ტრადიციულ მეთოდზე და ამის ნაცვლად საკუთრივ კბილს აძლიერებს, რითაც საშუალებას აძლევს თავად გამოჯანმრთელდეს. ამ ახალი მეთოდის დანერგვის შემთხვევაში კბილის ექიმთან ვიზიტს აღარ დაუკავშირდება ბურღვით თუ ნემსის გაკეთებით გამოწვეული ტკივილისა თუ დისკომფორტის შიში.
პათოლოგიური პროცესი, რომელსაც კარიესის სახელით ვიცნობთ, მოიცავს კბილის ქსოვილების დემინერალიზაციას, დარბილებასა და შემდეგ უკვე მტკივნეული ღრუს წარმოქმნას. კარიესის მკურნალობის გავრცელებული მეთოდია დაზიანებული მონაკვეთის ბურღვის მეშვეობით მოშორება და შემდეგ წარმოქმნილი ღრუს სპეციალური ბჟენით შევსება.
ახალი მეთოდი, რომელსაც „ელექტრონულად დაჩქარებული და გაფართოებული რემინერალიზაცია“ ეწოდება, იწვევს დაზიანებულ კბილში კალციუმისა და ფოსფატის მინერალების ბუნებრივი მოძრაობის აქსელერაციას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეთოდი კბილში დააჩქარებს და ინტენსიურს გახდის თვითრეგენერაციის ბუნებრივ პროცესს და კარიესი უკან იხევს.
ამ მეთოდით ხდება იმ მინერალების აღდგენა, რომლებსაც კბილი კარიესის განვითარების დროს კარგავს. მკურნალობა ორი ეტაპისგან შედგება: ჯერ ხდება ემალის დაზიანებული მონაკვეთის დამუშავება და მომზადება, შემდეგ კი მცირე ელექტრონული ნაკადით დამუშავებულ არეალში მინერალები შეჰყავთ.
გავრცელებული ვარაუდით, კბილის მკურნალობის ეს ახალი ტექნიკა შეიძლება უკვე სამ წელიწადში იყოს ხელმისაწვდომი.
ბრიტანეთის მედია ავრცელებს კინგს კოლეჯის პროფესორის ნაიჯელ პიტსის სიტყვებს: „კბილის მკურნალობის დღევანდელი მეთოდი იდეალური არ არის. კბილის შეკეთება ხდება მასში ბჟენის მოთავსებით - შესაბამისად, ეს კბილი შედის ბურღვისა და ახალ-ახალი ბჟენების საჭიროების ციკლში. საბოლოო ანგარიშით, ყოველი მორიგი „შეკეთება“ უშედეგოა“.
პროფესორი მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდი პაციენტებთან მიმართებით ლმობიერია და კბილის მთლიან ჯანმრთელობასაც ბევრად უკეთ დაიცავს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაიჯელ პიტსის თქმით, ამოქმედების შემდეგ მკურნალობის ეს გზა არ იქნება გავრცელებულ მეთოდზე უფრო ძვირი. კარიესთან ბრძოლის პარალელურად, ახალი დანადგარი ემალის გათეთრებასაც შეძლებს.
ნაიჯელ პიტსის თქმით, ახალ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი გააქროს ბევრი ტიპის ბჟენის საჭიროება, თუმცა დიდი მასშტაბის, ბოლო სტადიაზე მისული კარიესის მკურნალობას ვერ შეძლებს. „ეს მეთოდი ახალ კბილს ფიზიკურად ვერ გაზრდისო“, ამბობს პროფესორი.
ამ პოტენციურად რევოლუციური გამოკვლევის კომერციალიზაციის მიზნით შეიქმნა კომპანია, სახელად „რემინოვა“, რომელიც შოტლანდიაშია განთავსებული. ამ ეტაპზე კომპანია კერძო ინვესტიციების მიზიდვის პროცესშია, რათა კვლევა უფრო გაფართოვდეს.
ეს კომპანია პირველია, რომლის შექმნის საჭიროებაც ლონდონის კინგს კოლეჯის სტომატოლოგიური ცენტრის კვლევებმა მოიტანა. საკუთრივ ცენტრი შეიქმნა იანვარში, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისა და პრაქტიკაში მათი გატარების მიზნით.
კინგს კოლეჯი მონაწილეობს პროგრამაში, სახელწოდებით MedCity, ლონდონის მერის, ბორის ჯონსონის მიერ წამოწყებულ პროექტში, რომელიც ახალი იდეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად მეცნიერების „ოქროს სამკუთხედად“ ცნობილ ქალაქებში - ლონდონში, ოქსფორდსა და კემბრიჯში.