Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ქურციკიძე და ლია ტაბატაძე


აქტიური საუბრები „უჩინარ“ ბავშვებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:17:18 0:00

24 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი და ლია ტაბატაძე, "კავშირ ჩვენი ბავშვების" პროექტების მენეჯერი. გუშინ, "UNICEF საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური ღონისძიება „აქტიური საუბრები“, რომელიც გულისხმობს საინტერესო და ინოვაციური იდეების გაზიარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად. „აქტიური საუბრები“ ნაწილია მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებებისა. მისი მიზანია თავი მოუყაროს სპიკერებს, რომლებიც შეეცდებიან საზოგადოებას გაუზიარონ ის ინოვაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველაზე დაუცველი ბავშვების წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად. ღონისძიების სპიკერებმა ის რეალური ისტორიები უამბეს საზოგადოებას, რომლებშიც თავად მათ და მათ შვილებს უწევთ ცხოვრება. როგორ უნდა დაიძლიოს სტიგმა შშმ ბავშვების მიმართ? როგორ უნდა ისწავლონ ამ ბავშვების მშობლებმა შვილებისთვის სახლის კარის გაღება და მათი საზოგადოებაში გამოჩენა? უჩინარი ბავშვების უჩინარი სტატისტიკა...

please wait

No media source currently available

0:00 0:20:08 0:00
Direct link
XS
SM
MD
LG