Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი საერთაშორისო საფრთხედ მიიჩნევს ისლამისტ მეამბოხეებს


ერაყის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, სუნიტების ხელმძღვანელობით მოქმედი ჯიჰადისტები, რომლებმაც „ხალიფატი“ გამოაცხადეს ერაყსა და სირიაში დაპყრობილ ტერიტორიებზე, საერთაშორისო საფრთხედ იქცნენ. არმიის პრესმდივანმა, ყასიმ ატამ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფის, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მიერ „ხალიფატის“ გამოცხადება არის გზავნილი რეგიონისა და მსოფლიოსათვის, რომ ის საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყანას. ამასობაში, ერაყის ჯარები აგრძელებენ კონტრიერიშს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ თიქრითის დასაპყრობად. „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა მიმდინარე თვეში დაიპყრეს თიქრითი, როცა ახორციელებდნენ თავდასხმით ოპერაციას ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში. „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“ 29 ივნისს გამოაცხადა „ხალიფატი“ ანუ ისლამური სახელმწიფო, რომელიც გადაშლილია ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ალეპოდან ერაყში მდებარე დიალამდე.

XS
SM
MD
LG