Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართა რამდენიმე ქალაქის ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები


ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა დღეს ბათუმსა და ქუთაისში. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა დავით დვალმა. პირველი სხდომა გამართა დღეს ფოთის ახალი მოწვევის საკრებულომაც, რომლის წევრებმა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ აირჩიეს დამოუკიდებელი დეპუტატი ოთარ ხარჩილავა.

XS
SM
MD
LG