Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამაარსებლისა და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებსა და მოწმეთა დაკითხვას. დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც, კიწმარიშვილის ოჯახის მოთხოვნით, მონაწილეობდა სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზაში, მზად არის, თავისი შეფასებები გააცნოს პროკურატურას. ხმა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით გამოძიება არაფერს მალავს. კიწმარიშვილის გვამი 15 ივლისს, საღამოს აღმოაჩინეს მისივე საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, თუმცა არ გამორიცხა, რომ გამოძიების პროცესში საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიენიჭება.

XS
SM
MD
LG