Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში იერიშის გაფართოების შემდეგ 87 პალესტინელი და 13 ისრაელი სამხედრო დახოცეს


სულ მცირე, 87 პალესტინელი და 13 ისრაელი ჯარისკაცი მოკლეს მას მერე, რაც ისრაელმა გააძლიერა იერიში ღაზის სექტორში. პალესტინელთა უმეტესობა ისრაელის მიერ შიჯაიის რაიონში რამდენი საათის განმავლობაში მიმდინარე შეტევის დროს დაიხოცნენ. ცნობით, იქ 60 პალესტინელი მოკლეს, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. პალესტინელთა ოფიციალურ ცნობით, 425 პალესტინელი მოკლეს და ორი ათასი დაჭრეს ღაზაში ისრაელის არმის მიერ ორი კვირის წინ დაწყებული იერიშის შემდეგ. ისრაელმა სულ დაკარგა 18 ჯარისკაცი. ერთი მოქალაქე კი ღაზიდან ნასროლმა ჭურვმა იმსხვერპლა. ათეულ ათასობით პალესტინელი იძულებულია დატოვოს საცხოვრებელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, „ეი-ბი-სი-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაიცვა ისრაელის ქმედება ღაზაში შეჭრის გამო და ჰამასს მოუწოდა დაუყოვნებლივ მიიღოს ეგვიპტის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა. „სი-ენ-ენ-ს“ კერიმ უთხრა, რომ ისრაელი ტერორისტული ორგანიზაციის მიერაა გარშემორტყმული, ის ჰამასს გულისხმობდა. ისრაელის პრესის თანახმად, კერი რეგიოოში ჩაფრინდება ხმალ, რათა დახმარება გასწიოს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საქმეში. ამავე მისიით რეგიონშია გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი.

XS
SM
MD
LG