Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს


ბათუმში ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების საკითხზე მუშაობას ორდღიანი კონფერენცია შეუდგა. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია საქართველოს პროგრესის შეფასება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. კონფერენციაზე ისეთ საკითხებზე გაიმართება მსჯელობა, როგორიცაა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზება, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის საზედამხედველო როლი, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გზები და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ. კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარებას როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის, ისე ურთიერთთანამშრომლობის საქმეში. ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობენ ვიშეგრადის სახელმწიფოების - პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის დელეგაციები, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG