აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 27 ივლისს გაავრცელა სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, კარგად ჩანს, რომ უკრაინის სამხედრო პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინაში საზღვრის მიღმა, რუსეთის ტერიტორიიდან ბომბავენ. ფოტოები 25-26 ივლისითაა დათარიღებული. ფოტოებს თან ახლავს აშშ-ის დაზვერვის ნაციონალური საბჭოს მინაწერები.
აშშ-ის მტკიცებით, სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ბომბავენ უკრაინის ჯარებს რუსეთის ტერიტორიიდან
![საარტილერიო თავდასხმა უკრაინაზე #1. აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების დირექტორის ინფორმაცია: სლაიდზე ნაჩვენებია თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის სამხედრო ნაწილებს აქვთდა რომლებიც განთავსებულია საზღვრის რუსულ მხარეს. დანადგარები დამიზნებულია უკრაინაში განლაგებული უკრაინის სამხედრო ნაწილისაკენ. კრატერების ფორმა უკრაინის სამხედრო ნაწილთან აჩვენებს, რომ გასროლები თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა. ](https://gdb.rferl.org/6ed87b08-df58-4f9f-9886-0ab1658b06ad_w1024_q10_s.jpg)
1
საარტილერიო თავდასხმა უკრაინაზე #1. აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების დირექტორის ინფორმაცია: სლაიდზე ნაჩვენებია თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის სამხედრო ნაწილებს აქვთდა რომლებიც განთავსებულია საზღვრის რუსულ მხარეს. დანადგარები დამიზნებულია უკრაინაში განლაგებული უკრაინის სამხედრო ნაწილისაკენ. კრატერების ფორმა უკრაინის სამხედრო ნაწილთან აჩვენებს, რომ გასროლები თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა.
![საარტილერიო თავდასხმა უკრაინაზე #2. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ინფორმაცია: ეს არის ახლო ხედით გადაღებული ფოტოები წინა სურათზე ნაჩვენებ საარტილერიო თავდასხმამდე და მის შემდეგ. ](https://gdb.rferl.org/d588a77d-e60c-4438-988d-aa73f5535c35_w1024_q10_s.jpg)
2
საარტილერიო თავდასხმა უკრაინაზე #2. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ინფორმაცია: ეს არის ახლო ხედით გადაღებული ფოტოები წინა სურათზე ნაჩვენებ საარტილერიო თავდასხმამდე და მის შემდეგ.
![კომპლექსური სარაკეტო გასაშვები დანადგარის დარტყმა უკრაინაში - 21 ივლისი. სლაიდი აჩვენებს მიწაზე დატოვებულ კვალს ორ კომპლექსურ სარაკეტო გასაშვებ დანადგართან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებისკენ არის მიმართული. უკრაინის სამხედრო ნაწილებთან არსებული კვალის ფართო არეალი აჩვენებს, რომ გასროლები რამდენიმე კომპლექსური სარაკეტო დანადგარიდან განხორციელდა. ქვედა კრატერი აჩვენებს დაბომბვის კვალს ადგილობრივ სოფელთან. ](https://gdb.rferl.org/8efa6f96-664b-4e5e-84ec-24c7ac53a26c_w1024_q10_s.jpg)
3
კომპლექსური სარაკეტო გასაშვები დანადგარის დარტყმა უკრაინაში - 21 ივლისი. სლაიდი აჩვენებს მიწაზე დატოვებულ კვალს ორ კომპლექსურ სარაკეტო გასაშვებ დანადგართან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებისკენ არის მიმართული. უკრაინის სამხედრო ნაწილებთან არსებული კვალის ფართო არეალი აჩვენებს, რომ გასროლები რამდენიმე კომპლექსური სარაკეტო დანადგარიდან განხორციელდა. ქვედა კრატერი აჩვენებს დაბომბვის კვალს ადგილობრივ სოფელთან.
![კომპლექსური სარაკეტო გასაშვები დანადგარის დარტყმა უკრაინაში - 25-26 ივლისი. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორისგან: სლაიდი აჩვენებს მიწაზე დატოვებულ კვალს კომპლექსურ სარაკეტო გასაშვებ დანადგართან, რომელიც საზღვრის რუსულ მხარესაა განთავსებული და უკრაინის სამხედრო ნაწილებისკენ არის მიმართული. უკრაინის სამხედრო ნაწილებთან არსებული კვალის ფართო არეალი აჩვენებს, რომ გასროლები რამდენიმე კომპლექსური სარაკეტო დანადგარიდან განხორციელდა ](https://gdb.rferl.org/03c842f7-3d7e-41c8-9b0c-a0cd48b5df36_w1024_q10_s.jpg)
4
კომპლექსური სარაკეტო გასაშვები დანადგარის დარტყმა უკრაინაში - 25-26 ივლისი. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორისგან: სლაიდი აჩვენებს მიწაზე დატოვებულ კვალს კომპლექსურ სარაკეტო გასაშვებ დანადგართან, რომელიც საზღვრის რუსულ მხარესაა განთავსებული და უკრაინის სამხედრო ნაწილებისკენ არის მიმართული. უკრაინის სამხედრო ნაწილებთან არსებული კვალის ფართო არეალი აჩვენებს, რომ გასროლები რამდენიმე კომპლექსური სარაკეტო დანადგარიდან განხორციელდა