Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ხელისუფლება რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს აწესებს


იაპონიის ხელისუფლება რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს აამოქმედებს. „შავ სიაში“ მოხვდა 40 ადამიანი, რომელთა შორისაა უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ასევე ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები. იაპონიის აზრით, ეს პირები კავშირში არიან ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციასთან. გაიყინება მათი აქტივები. ამასთანავე, იაპონია შეზღუდავს ყირიმში წარმოებული საქონლის იმპორტს, იტყობინება „კიოდო ცუსინის“ სააგენტო.

XS
SM
MD
LG