Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევს ესტუმრება ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი


დღეს კიევში ჩავა ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიწვევით ხორციელდება, მიზნად ისახავს ნატო-უკრაინის პარტნიორობის შესახებ შეხვედრისთვის მზადებას. გუშინ ნატომ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის 20 ათასამდე სამხედროა დისლოცირებული. ნატოს თანახმად, მოსკოვმა, შესაძლოა, ჰუმანიტარული ან სამშვიდობო მისია გამოიყენოს უკრაინაში სამხედროების შეგზავნის საბაბად. გუშინვე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო.

XS
SM
MD
LG