Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა.


შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. "დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ კახა თარგამაძეს უარი ეთქვა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი", ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

XS
SM
MD
LG