Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი: ერაყში ისლამისტების ძალადობის შეჩერება გამართლებული ქმედებაა


რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა გამართლებული იქნება, თუ ერაყში ისლამისტი მოძალადეების შეაჩერებს. ამის შესახებ პაპმა განაცხადა თვითმფრინავში, სამხრეთ კორეიდან უკან ევროპაში მომავალმა. პაპს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა აშშ-ის საჰაერო ოპერაციებს ისლამისტური სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანების მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებიც ქრისტიანებს და რელიგიური უმცირესობებს გაუსწორდნენ და მათი სახლებიდან განდევნეს. ვატიკანის მეთაურის თქმით, ასეთ შემთხვევაში, როცა ხდება გაუმართლებელი აგრესია, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ლეგიტიმურია გაუმართლებელი აგრესიის შეჩერებაო. მან დასძინა, რომ გაერო არის სწორი ადგილი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რომ მოხდა გაუმართლებელი აგრესია და შეაჩეროს ის. ფრანცისკეს თქმით, ერთი, ცალკეული ქვეყანა ვერ განსჯის, როგორ უნდა შეჩერდეს გაუმართლებელი აგრესია.

XS
SM
MD
LG