აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ წარმოადგენს “გარდაუვალ საფრთხეს“ შეერთებული შტატების ინტერესებისთვის და ის უნდა დაიძლიოს. 21 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეიგელმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ტრადიციულ „ტერორისტულ ჯგუფზე“ მეტია და რომ ის უკეთესად არის შეიარაღებული, გაწვრთნილი და დაფინანსებული, ვიდრე ბოლო ხანს მოქმედი სხვა ჯგუფები. ჰეიგელის გვერდით მყოფმა გაერთიანებული შტაბების მეთაურმა, გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების შეჩერება შესაძლებელია, თუმცა გრძელი ვადით მათი შეკავება შეუძლებელი იქნება სირიაში მათი შევიწროების გარეშე. დემპსიმ განაცხადა, რომ ის არ აანონსებს აშშ-ის საჰაერო იერიშებს სირიაში, თუმცა, ჰეიგელმა აღნიშნა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება.
ყველაზე პოპულარული
1