Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს ფოულის ოჯახის წევრებმა გამოაქვეყნეს ტყვეობიდან გამოგზავნილი წერილი


მოკლული ჟურნალისტის, ჯეიმს ფოულის ოჯახის წევრებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც ჟურნალისტმა მათ ტყვეობაში ყოფნის დროს მისწერა: „ფიქრებს ოჯახსა და მეგობრებზე აქედან შორს გადავყავარ და ბედნიერებით მავსებს“, - წერს ფოული. ის ასევე იხსენებს თავისი ცხოვრების სხვადასხვა მომენტს: როგორ თამაშობდა ბავშვობაში დებთან და ძმებთან, მამასთან ერთად დადიოდა საყიდლებზე და დედასთან ერთად სეირნობდა ველოსიპედით. ჟურნალისტის სიტყვებით, მასთან ერთად ტყვედ კიდევ 17 ადამიანი იმყოფებოდა. ტყვეები საუბრობდნენ სპორტის, ფილმებისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და ასევე აწყობდნენ ტურნირებს ჭადრაკში.

XS
SM
MD
LG