Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ სირიის თავზე აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები დაფრინავს


გავრცელებული ცნობებით, აშშ-მა სირიის თავზე სადაზვერვო ფრენების განხორციელება დაიწყო, ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების წინააღმდეგ შესაძლო საჰაერო დარტყმების წინ. სააგენტო ასოშიეიტედ პრესი ავრცელებს აშშ-ის ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირის სიტყვებს - რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სადაზვერვო ფრენების ნებართვა გასცა და რომ ეს ნაწილია დამატებითი სადაზვერვო ზომებისა, რომელთა გატარებაც ახალი ნაბიჯების გადადგმამდეა საჭირო. ობამას მხრიდან ფრენებზე ნებართვის გაცემას აშშ-ის ორი წარმომადგენელი ადასტურებს, კიდევ ერთი კი ამბობს, რომ ფრენები უკვე დაიწყო 26 აგვისტოს. ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელება აშშ-მა მიმდინარე თვეში დაიწყო ერაყში. ობამას განცხადებით, ეს ქმედება გამართლებულია იმ საფრთხიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში მყოფ ამერიკის მუშაკებს ექმნება, ისევე როგორც ქვეყნის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული კრიზისის გამო. 21 აგვისტოს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა, ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტების შეკავება შესაძლებელიაო - თუმცა დასძინა, რომ მყარი შედეგის მისაღწევად ჯგუფზე იერიში სირიაშიც გახდება საჭირო.

XS
SM
MD
LG