Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 2600 ადამიანი იმსხვერპლა


გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან, აპრილის შუა რიცხვებიდან, დახოცილთა რიცხვი 2600-ია. ანგარიშში ლაპარაკია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე გატაცების და წამების სახით, რასაც უპირატესად რუსეთის მომხრე სეპარატისტები სჩადიოდნენ. ჟენევაში და კიევში წარმოდგენილ ანგარიშში ლაპარაკია ასევე უკრაინის ჯარის მხრიდან ძალადობაზე, როცა ისინი სეპარატისტების მიერ დაკავებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას ცდილობდნენ. ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ სულ მცირე, 468 ადამიანია დაკავებული სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფის მიერ, წერია ანგარიშში. ფაქტი, რომ დღეში დაახლოებით 36 ადამიანი იხოცებოდა, გვიჩვენებს, რომ ბრძოლა მჭიდროდ დასახლებულ არეალებში მიმდინარეობს. გაეროს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნავი პილაიმ განაცხადა, რომ სამოქალაქო პირების განზრახ მიზანში ამოღება, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევაა და მეტი უნდა გაკეთდეს მის დასაცავად.

XS
SM
MD
LG