Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ირანის დელეგაციები მოლაპარაკებებს გამართავენ


4-5 სექტემბერს აშშ-ის დელეგაცია ჟენევაში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. აშშ-ის დელეგაციაში არიან სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვენდი შერმანი და სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი ჯეიკობ სალივანი. ორმხრივი კონსულტაციები ნაწილია მსოფლიოს „ექვსეულის“ მცდელობისა - შეზღუდოს ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან ასაცილებლად. გასულ წელს „ექვსეულმა“ შეძლო ირანთან შუალედური შეთანხმების მიღწევა. საბოლოო შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადად მხარეებმა 24 ნოემბერი განსაზღვრეს. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG