Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში 6-ბალიანი შტორმი იყო


ბათუმის სანაპიროებზე ძლიერმა შტორმმა უპრეცედენტო რაოდენობის ნატანი გამორიყა, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ. ბათუმში გუშინდელი წვიმის შედეგად ე. წ ჭაობის დასახლებაში სახლების პირველი სართულები დატბორა. სამაშველო სამსახურები წვიმის გადაღების შემდეგ ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებდნენ. ხელვაჩაურში, შუახევსა და ქობულეთში კი მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ადიდდა მდინარეები, სახლებს საძირკველი დაუზიანა და რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

XS
SM
MD
LG