გაზეთ „ასავალ’დასავალის“ ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემასთან დაკავშირებით პოლიციამ "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა დააკავა. ზაზა დავითაიას განცხადებით მას გუშინ საღამოს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაესხნენ თავს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით ინციდენტის ადგილზე გამოცხადებულ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „თავისუფალი ზონის“ წევრმა დავით გოგოხიამ. ის დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით.
ყველაზე პოპულარული
1