უცხოელებს საქართველოში დარჩენის პრობლემა აქვთ
7 ოქტომბერს თბილისში ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია ჩაატარა. ცენტრი აცხადებს, რომ მას ბოლო თვეების განმავლობაში დახმარების თხოვნით მიმართა ათეულობით უცხოეთის მოქალაქემ, რომლებიც ქორწინებაში არიან საქართველოს მოქალაქეებთან. მათ ხელისუფლება ბინადრობის ნებართვას არ აძლევს. უცხოელები იძულებულები არიან, ოჯახი დატოვონ და სამშობლოში დაბრუნდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ეუბნებიან, თუმცა რა ხდება უარის მიზეზი, ამის თაობაზე ახსნა-განმარტების მიცემა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს არ ევალება. ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ მოტივაციის ამგვარი გასაიდუმლოება კანონის საწინააღმდეგოა და ხელისუფლებას უცხოელი მოქალაქეების დისკრიმინაციის საშუალებას აძლევს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან