Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრობლემებს მოუგვარებელი კონფლიქტები ქმნის


ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა რეგიონულ უსაფრთხოებას არანაირ საშიშროებას არ უქმნის - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მისი შეფასებით, რეგიონულ უსაფრთხოებას უპირველეს ყოვლისა აზარალებს და სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოუგვარებელი კონფლიქტები. „სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ რუსეთის როლს, რომ თუკი მას აქვს სურვილი და პოლიტიკური ნება, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს, მაგრამ თუ რუსი კოლეგები დაინტერესდებიან, მისი პასუხი მეტ-ნაკლებად ასეთივე იქნება. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შეძლებს საქართველო რუსეთის დარწმუნებას, რომ ნატოსთან თანამშრომლობა რეგიონულ სტაბილურობას არ ემუქრება, ზურაბ აბაშიძემ უპასუხა, რომ ეს მარტივი არ იქნება.

XS
SM
MD
LG