Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში, სავარაუდოდ, ებოლის ვირუსით გარდაიცვალა ბრიტანეთის მოქალაქე


მაკედონიაში გარდაიცვალა ბრიტანეთის მოქალაქე კაცი, რომელსაც ებოლის ვირუსის სიმპტომები ჰქონდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანელი კაცი 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, როცა ის სკოპიეს საავადმყოფოში მიჰყავდათ. მას ჰქონდა მაღალი სიცხე, გულისრევა და შინაგანი სისხლდენა. მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა. ბრიტანეთის გარდაცვლილი მოქალაქის სისხლის ნიმუში გერმანიაში გაგზავნეს ანალიზისთვის. დაილუქა სასტუმროს ნომერი სკოპიეში, სადაც ბრიტანეთის მოქალაქე მანამდე ცხოვრობდა. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე დასავლეთ აფრიკაში ებოლის ვირუსით თითქმის 4000 ადამიანი გარდაიცვალა. 9 ოქტომბერს მადრიდში გაუარესდა ესპანელი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვარაუდობენ, რომ ის არის პირველი, ვინც ებოლის ვირუსით აფრიკის გარეთ დაინფიცირდა. ამ შემთხვევის გამო მადრიდში 7 ადამიანია იზოლირებული.

XS
SM
MD
LG