Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბაზ სანიკიძეს არ მოსწონს დიასპორის საქმეებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი


იმ შემთხვევაში, თუკი დიასპორის მიმართულებით 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით იგივე ოდენობის დაფინანსება იქნება გათვალისწინებული, რაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტშია, პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. დიასპორისათვის განსაზღვრული დაფინანსების ოდენობა გუბაზ სანიკიძისთვის მიუღებელია. პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო პროექტით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მხოლოდ 100 000 ლარი ემატება და მისი მთლიანი საბიუჯეტო დაფინანსება ერთ მილიონ ლარამდე იზრდება. გუბაზ სანიკიძის თქმით, აღნიშნული ბიუჯეტი ვერ პასუხობს იმ საკითხებს და გამოწვევებს, რაც უწყების წინაშე დგას.

XS
SM
MD
LG