Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერიაში სამედიცინო მუშაკების გაფიცვა იგეგმება


ლიბერიის ჯანდაცვის სფეროს მესვეურები მოუწოდებენ მედდებსა და სამედიცინო ასისტენტებს, არ დაიწყონ საყოველთაო გაფიცვა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ებოლის ეპიდემია მძვინვარებს. სამედიცინო მუშაკები მოითხოვენ გაიზარდოს რისკის ყოველთვიური კომპენსაცია მათთვის, ვინც ებოლით დაავადებულებს მკურნალობს. ლიბერიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტოლბერტ ნიენსვამ განაცხადა, რომ გაფიცვა ხელს შეუშლიდა პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ებოლასთან ბრძოლაში. ლიბერიის მთავრობის განცხადებით, ეპიდემიის მასშტაბები არ აძლევს ქვეყანას საშუალებას, რომ გაზარდონ რისკის კომეპენსაცია 500-იდან 700 დოლარამდე.

XS
SM
MD
LG