Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი უფლებადამცველის დაკავების გამო


აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანში ცნობილი უფლებადამცველის, ლეილა იუნუსის გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობის თაობაზე. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ იუნუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა მას არ მკურნალობენ. გავრცელებულ განცხადებაში დეპარტამენტის პრესმდივანი, ჯენ პსაკი ბაქოს მოუწოდებს გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო დააკავეს. განცხადების თანახმად, პირველ რიგში ის ხალხი უნდა გათავისუფლდეს, ვისაც ექიმების ყურადღება ესაჭიროება, მათ შორის ლეილა იუნუსი და მისი მეუღლე, არიფი. 57 წლის ლეილა იუნუსი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მწვავე კრიტიკოსია. ის 30 ივლისს დააკავეს და ბრალად წაუყენეს სამშობლოს ღალატი, სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა, უკანონო ბიზნეს-აქტივობის წარმოება და საბუთების გაყალბება. იმავე დღეს ღალატში და გაყალბებაში დაადანაშაულეს 59 წლის არიფ იუნუსიც და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. ლეილა იუნუსი არის დამფუძნებელი და დირექტორი დაურეგისტრირებელი ორგანიზაციისა, მშვიდობის და დემოკრატიის ინსტიტუტისა. ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო დიპლომატიაში სომეხ უფლებადამცველებთან.

XS
SM
MD
LG