Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის შიიტურ უბნებში თავდასხმებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის დედაქალაქის შიიტურ უბნებში თავდასხმების ტალღას 47 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 120-ს აღწევს. ყველაზე სისხლიანი იყო თავდასხმა ტალ-დაულაის არეალში, სადაც ორ მანქანაში ერთდროულად მომხდარმა აფეთქებამ 14 ადამიანი იმსხვერპლა. თავდასხმისთვის პასუხიმგებლობა იკისრეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, რომლებმაც ერაყის და სირიის დიდ ტერიტორია დაიკავეს.

XS
SM
MD
LG