თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა მისი დაკითხვის ოქმი არ დაადასტურა და ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ აცნობა.მისი თქმით, დაკითხვა დარღვევებით წარიმართა. - ოქმში არ იყო ასახული ალექსი ბატიაშვილის პასუხები სრულად და არ იყო დაფიქსირებული ბატიაშვილის და მისი ადვოკატის პროტესტი.“ვერც ვიფიქრებდი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა“ - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.
ყველაზე პოპულარული
1