გიორგი ბურჯანაძე 2006-2012 წლებში ციხეებში არსებული წამების შესახებ ანგარიშზე
4 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ბურჯანაძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის კოორდინატორი. მან ილაპარაკა გამოკვლევაზე, რომელიც გამოაქვეყნეს ფონდმა “ღია საზოგადოება - საქართველომ” და ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრმა. გამოკვლევის მიზანი იყო 2006-2012 წლებში საქართველოს საპატიმროებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გავრცელებისა და მიზეზების შესწავლა. ციხეებში არსებული წამების და მათი ვიდეოგადაღების მიზეზების, მასშტაბისა და შედეგების შესწავლა ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველებმა 2013 წელს დაიწყეს. ანგარიში მოიცავს პატიმრებთან და ყოფილ პატიმრებთან ჩატარებული გამოკითხვის სრულიად ახალი, ემპირიული გამოკითხვის მონაცემებს, რომელიც "ფონდმა ღია საზოგადოება - საქართველომ” და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა განახორციელეს. კვლევის პროცესში, პირდაპირი ინტერვიუების სახით იქნა გამოკითხული 1200 მსჯავრდებული, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან