Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი კოსოვოში თავისი მისიის კორუფციულ ბრალდებას გამოიკვლევს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ დაასახელებს ახალ დამოუკიდებელ სამართლებრივ ექსპერტს, რომელიც გამოიკვლევს კოსოვოსში ევროკავშირის მისიის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. მოგერინიმ ამ კვირაში ჩაიბარა თანამდებობა. კოსოვოს მედიის თანახმად, ევროკავშირის მისიის სულ მცირე, ორი თანამშრომელია ეჭვმიტანილი ქრთამის აღებაში სისხლის სამართლის საქმის დახურვის სანაცვლოდ. საქმეები ეხებოდა კოსოვოში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილ მკვლელობას და კორუფციის საქმეებს.

XS
SM
MD
LG