Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში იძიებენ საქმეს, რომელიც უკავშირდება პუტინთან დაახლოებულ პირს


გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, შეერთებულ შტატებში იძიებენ საქმეს, რომელიც უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირს, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს და მის კომპანია „Gunvor Group”-ს. არსებობს ეჭვი, რომ შვეიცარიანში დაფუძნებულმა ამ კომპანიამ აშშ-ის საფინანსო სისტემა გამოიყენა რუსეთში კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი ფულის გასათეთრებლად. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ Gunvor-მა კომპანია „როსნეფტისაგან“ შეიძინა ნავთობი, რომელიც შემდეგ სხვა კლიენტებს მიჰყიდა. გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რა ფასად შეიძინეს ნავთობი. ტიმჩენკო მიკუთვნება პუტინთან დაახლოებული, გავლენიანი ბიზნესმენების პირველ ჯგუფს, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა მარტში რუსეთის მიერ უკრაინისაგან ყირიმის მიერთებაზე საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG