რუსული რუბლის კურსი დღესაც შემცირდა და დოლართან და ევროსთან მიმართებით მორიგ სარეკორდო მაჩვენებელზე დაეცა. მოსკოვის ბირჟაზე დოლარი დღეს დილით 45,36 რუბლი ღირდა, ევრო - 56,77 რუბლი. რუსეთის ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წლის ოქტომბრის სავალიუტო ინტერვენციისათვის დაიხარჯა 29 მილიონ დოლარზე მეტი. ექსპერტების განმარტებით, რუსეთის ვალუტაზე ზეწოლის მთავარ მიზეზებად რჩება მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირება და გეოპოლიტიკური ფაქტორები, პირველ რიგში რუსეთის მოქმედება უკრაინასთან მიმართებით.
ყველაზე პოპულარული
1